Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნური ალ-მალიკი ერაყელებს მოუწოდებს ეროვნული ერთიანობისკენ


ერაყის პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი ერაყელებს ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდებს. მოწოდება გავრცელდა 17 ივნისს, ბაღდადში შიიტების, სუნიტებისა და ქურთების ლიდერთა დახურული შეხვედრის შემდეგ. მალიკის მოწოდება ერაყის ტელევიზიით გადაიცა. ტექსტი მალიკის შიიტმა წინამორბედმა იბრაჰიმ ალ-ჯაფაარიმ წაიკითხა. განცხადებაში დაგმობილია „ტერორისტული ძალაუფლება“. აშშ-ის პრეზიდენტი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს განიხილავს, თუმცა, ამ დახმარების სანაცვლოდ მალიკისგან ითხოვს სუნიტი უმცირესობის ინტერესების დაცვასაც. მანამდე მალიკის მთავრობამ საუდის არაბეთი დაადანაშაულა „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში.
XS
SM
MD
LG