Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მოითხოვს ხმების დათვლის შეწყვეტას


ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატი აბდულა აბდულა მოითხოვს არჩევნების მეორე ტურში მიცემული ხმების დათვლის შეწყვეტას გაყალბების ბრალდების გამო და გაეროს მოუწოდებს პროცესის მეთვალყურეობისაკენ. აბდულა ამბობს, რომ აღარ ენდობა ავღანეთის დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას, ან საარჩევნო საჩივრების კომისიას და თავისი გუნდის წევრებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ხმების დათვლის მეთვალყურეობა. აბდულას ყველაზე მეტი ხმა, 45% ერგო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. მეორე ტურში, რომელიც რამდენიმე დღის წინ, შაბათს გაიმართა, მისი მეტოქე იყო აშრაფ ღანი.
XS
SM
MD
LG