Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა საჭიროდ არ თვლის ერაყში სამოქმედოდ კონგრესისგან თანხმობის მიღებას


18 ივნისს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კონგრესის ლიდერებს შეხვდა ერაყში შექმნილი ვითარების საპასუხოდ აშშ-ის შესაძლო ნაბიჯების განსახილველად. შეხვედრის მონაწილე რესპუბლიკელი სენატორის - მიჩ მაკკონელის თანახმად, ბარაკ ობამას კონგრესის ლიდერებისთვის უთქვამს, რომ ერაყში მოქმედებებისთვის მას არ სჭირდება კანონმდებლებისგან თანხმობის მიღება. ერაყმა აშშ-ს სთხოვა საჰაერო იერიშის მიტანა სუნიტ მეამბოხეებზე. ჟურნალისტების თქმით, ამ დრომდე თეთრი სახლი პასუხს არ სცემდა შეკითხვას - სჭირდება თუ არა პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა ერაყში სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის.
XS
SM
MD
LG