Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: ერაყში შექმნილი ვითარების გამო კონკრეტულ ზომებს მივმართავთ


აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას თქმით, ერაყში შექმნილი ვითარების გამო ვაშინგტონი კონკრეტულ ზომებს მიმართავს. მათ შორისაა აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების ზომების გაძლიერება, სადაზვერვო საქმიანობის გაფართოება და მეტი დახმარების აღმოჩენა ერაყის მთავრობისათვის, რომელიც სუნიტური ექსტრემისტული დაჯგუფებების წინაღმდეგ იბრძვის. ბარაკ ობამას თქმით ერაყში ჩავა დაახლოებით სამასკაციანი მცირე სამხედრო ქვედანაყოფი, თუმცა ვაშინგტონი უფრო მეტ სახმელეთო ძალას არ გაგზავნის ერაყში. „ზუსტი და წერტილოვანი სამხედრო მოქმედება დაიწყება მაშინ, როცა ეს საჭირო გახდება“, - განაცხადა ობამამ.
XS
SM
MD
LG