Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩს აზერ ჰუსეინს ელოდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ქართული მხარე მისგან მოისმენს ინფორმაციას ბაქოში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც ქართველ დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს უკავშირდება. 19 ივნისს ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია დეპუტატების ბაქოს აეროპორტში დაკავების თაობაზე, რისი მიზეზიც ვითომცდა მათი მიერ არადეკლარირებული თანხის, მილიონი დოლარის გადატანის მცდელობას უკავშირდებოდა. ნადირაშვილი და ჯაფარიძე უარყოფენ ინფორმაციას და ამას მათ მიმართ აგორებულ „შავ პიარს“ უწოდებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის შესაბამის უწყებაში ნოტა გააგზავნა და მოითხოვა ყველა საბუთი იმის დამადასტურებელი, თუ რა მოხდა 19 ივნისს ბაქოს აეროპორტში.
XS
SM
MD
LG