Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ ევროკავშირთან „უპრეცედენტო შეთანხმებას“ მიაღწია


კერძო სექტორს ექნება მხარდაჭერა საქართველოს მთავრობიდან, რომ მოახდინონ ადაპტირება ეტაპობრივ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებთან, რომლებიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში განხორციელდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების პროცესში ქართულმა მხარემ მიაღწია უპრეცედენტო შეთანხმებას ევროკავშირთან სატარიფო ლიბერალიზაციის კუთხით და ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი, გარდა ნიორისა, რომელზეც იმოქმედებს რაოდენობრივი შეზღუდვა, ევროკავშირის ბაზაზე იმპორტისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება. ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებს საქართველოს მთავრობა ბრიუსელში 27 ივნისს მოაწერს ხელს.
XS
SM
MD
LG