Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ლუკოილის“ პრეზიდენტი: სანქციები აზარალებს რუსეთის ენერგოკომპანიებს


რუსეთის კომპანია „ლუკოილის“ პრეზიდენტი ვაგით ალეკპეროვი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს ენერგოკომპანიებზე. გაზეთ „ვედომოსტისთან“ ინტერვიუში, ალეკპეროვი ამბობს, რომ სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის „ყველა კომპანიაზე“. ის ასახელებს „ლუკოილს“, „გაზპრომსა“ და „როსნეფტს“. მათ, ალეკპეროვის განმარტებით, შეუმცირდათ საკრედიტო რეიტინგები და შეეზღუდათ საფინანსო ბაზრებზე შესვლა. ალეკპეროვის ეს განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის სხვა დიდი ენერგოკომპანიების, მათ შორის „გაზპრომისა“ და „როსატომის“ ხელმძღვანელთა შეფასებებთან, რომ სანქციები არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მათ საქმიანობაზე.

XS
SM
MD
LG