Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ჯარი ექსტრემისტებს უტევს ქალაქ მირანშაჰში


ცნობების თანახმად, პაკისტანის ჯარმა ჭურვები დაუშინა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინციის, ჩრდილოეთ ვაზირისტანის დედაქალაქ მირანშაჰს, ამ რეგიონში თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის ფარგლებში. პაკისტანის გაზეთ „დონის“ ცნობით, სახმელეთო ჯარები მიიწევენ მირანშაჰის სავაჭრო ცენტრისაკენ ექსტრემისტების თავშესაფრების ასაღებად. თუმცა, ამ ცნობას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ. პაკისტანელმა სამხედროებმა ივნისის შუა რიცხვებში წამოიწყეს იერიში ჩრდილოეთ ვაზირისტანში, სადაც თალიბებს ძლიერი პოზიცია აქვთ. ეს ოპერაცია მოჰყვა ქალაქ კარაჩის აეროპორტზე ექსტრემისტების თავდასხმას, რომელსაც ათობით ადამიანი შეეწირა. სამხედროების ცნობით, საჰაერო რეიდების თითქმის ორი კვირის წინ დაწყების შემდეგ მოკლულია 360-ზე მეტი ექსტრემისტი.

XS
SM
MD
LG