Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმები რამადანის აღნიშვნას შეუდგნენ


მუსლიმების უმრავლესობა 29 ივნისს შეუდგა რამადანის აღნიშვნას. მათთვის წმინდა თვე, რომლის განმავლობაშიც მთელი დღე - განთიადიდან მზის ჩასვლამდე - მარხულობენ, იდ ალ-ფიტრის დღესასწაულით დასრულდება. მსოფლიოში მუსლიმების რაოდენობა 1,6 მილიარდს აღწევს. საუდის არაბეთის მეფე აბდულა რამადანთან დაკავშირებით 28 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, განადგურებით დაემუქრა ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მის ქვეყანას. ხოლო ორი დღით ადრე, მონარქმა გასცა ბრძანება, მიმართონ ყველა ზომას მეზობელ ერაყში შეიარაღებული დაპირისპირებიდან მომდინარე პოტენციური „ტერორისტული საფრთხისაგან“ ქვეყნის დასაცავად. საუდის არაბეთს 800-კილომეტრიანი საერთო საზღვარი აქვს ერაყთან.

XS
SM
MD
LG