Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის არმია განაგრძობს ოპერაციას ქალაქ თიქრითის ასაღებად


ერაყის მთავრობის ჯარები განაგრძობენ ოპერაციას ქალაქ თიქრითის ასაღებად. ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ამ ქალაქს სუნიტი მეამბოხეები აკონტროლებენ. ცნობების თანახმად, ერაყის მთავრობის ჯარებმა ვერტმფრენებით მიიტანა იერიში მეამბოხეების პოზიციებზე და შეტაკებებმა იფეთქა თიქრითის რამდენიმე რაიონში. მთავრობის ჯარები ზედიზედ მეორე დღეა ახორციელებენ იერიშს ქალაქზე, რომელიც დაპყრობილი აქვთ ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფის, "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" წევრ მეამბოხეებს. მათ მიმდინარე თვეში დაიპყრეს ტერიტორიის დიდი ნაწილი ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყში. ამასობაში, ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ რუსეთისაგან მიიღო პირველი პარტია საბრძოლო თვითმფრინავებისა, რომლებიც ამ ქვეყნისაგან შეიძინა სუნიტ მეამბოხეებთან საბრძოლველად. ოფიციალური პირების ცნობით, რამდენიმე დღეში უკვე შეუდგებიან „სუხოის“ ტიპის ხუთი ნახმარი მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენებას და, ამასთან, ელოდებიან ასეთი თვითმფრინავების მორიგ პარტიას რუსეთისაგან.

XS
SM
MD
LG