Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიდლავი: ნატო ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას უკრაინაში


პრორუსული სეპარატისტები უკრაინული არმიის ვერტმფრენებს, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან მიწოდებული იარაღით ანადგურებდნენ, ამის შესახებ აცხადებს ნატოს ჯარების ხელმძღვანელი ევროპაში, გენერალი ფილიპ ბრიდლავი. მისივე სიტყვებით, რუსეთი ამბოხებულებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღს აწვდიდა: „ის, რასაც ჩვენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სწავლებების დროს ვხედავთ, ეს არის მძიმე შეიარაღება, ჯავშანტრანსპორტიორები, ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღება... და როგორც ჩვენ ვხედავთ, ეს საშუალებები უკვე გამოიყნება ქვეყნის დასავლეთ ნაწილშიც“, - განაცხადა ბრიდლავმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე. ბრიდლავის თქმით, უკრაინასთან საზღვარზე რუსეთმა განათავსა მნიშვნელოვანი რაოდენობის შეიარაღებული ძალები, მათ შორის დიდი რაოდენობით სპეცსამსახურის შენაერთები: „სიტუაციის ასეთი განვითარება ვერ მოაგვარებს პრობლემას“, - აღნიშნა ბრიდლავმა. მისივე თქმით, ნატო ყურადღებით აკვირდება სიტუაციის განვითარებას.

XS
SM
MD
LG