Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეჯეპ ტაიპ ერდოანი პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს


თურქეთის მმართველმა პარტიამ გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი აგვისტოში პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს. ამ განცხადებით ანკარაში გამოვიდა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, მეჰმეტ ალი საჰინი. განცხადებას პარტიის წევრები ოვაციებით შეხვდნენ. ერდოანი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტზე 11 წელია მუშაობს, პოპულარულ ფიგურად რჩება, მიუხედავად კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალისა, რომელსაც თავად ის მოღალატეებს და ტერორისტებს აბრალებს. ერდოანის მმართველობის პირობებში თურქეთმა ეკონომიკური აღმავლობა განიცადა, თუმცა მას ბევრი კრიტიკოსიც ჰყავს, რომლებიც აცხადებენ, რომ ერდოანის მმართველობის სტილი უფრო და უფრო მეტად ავტორიტარული ხდება. ერდოანს პარტიული წესები უკრძალავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე კიდევ ერთხელ არჩევას. თურქეთის პრეზიდენტი, აბდულა გიული - რომელსაც ვადა 28 აგვისტოს ეწურება - აცხადებს, რომ აღარ აპირებს ამ პოსტზე კენჭი იყაროს.

XS
SM
MD
LG