Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდადში მომხდარ აფეთქებას


ბაღდადში გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ, რაც ქალაქის შიიტურ რაიონში, ერთ-ერთ კაფეში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერაყის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები შიშობენ, რომ სუნიტური დაჯგუფება „ლევანტისა და ერაყის ისლამური სახელმწიფო“ დედაქალაქზე თავდასხმების სერიას განახორციელებს. ამასთანავე, ჯარმა და შიიტური თავდაცვის შენაერთებმა მოახერხეს, შეეჩერებინათ შეიარაღებული სუნიტების ქვეყნის სამხრეთით გადაადგილება.

XS
SM
MD
LG