Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიამ ხელი მოაწერა 2,9 მილიარდი დოლარის კონტრაქტს „სამხრეთის ნაკადის“ გასაყვანად


სერბიამ ხელი მოაწერა 2,9 მილიარდი დოლარის კონტრაქტს გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ გასაყვანად. კონტრაქტი 8 ივლისს ბელგრადში გააფორმეს კომპანია „სამხრეთის ნაკადი სერბიამ“ და „გაზპრომის“ შვილობილმა კომპანია „ცენტრგაზმა“. მანამდე „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ გაიმარჯვა ტენდერში სერბიის გავლით გაზსადენის ასაშენებლად. კონტრაქტს ხელი მოაწერეს მაშინ, როცა მოსკოვში იმართებოდა სერბიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდარ ვუჩიჩის მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. გეგმით, გაზი პირველად 2016 წლის მიწურულს გაივლის „სამხრეთის ნაკადის“ სერბულ მონაკვეთში. რუსეთის გეგმაა, გაზი „სამხრეთის ნაკადით“, შავი ზღვის გავლით მიაწოდოს სამხრეთი და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს.

XS
SM
MD
LG