Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და ნეტანიაჰუმ განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ ხუთშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მდგომარეობა. ობამამ კიდევ ერთხელ დაგმო „ჰამასისა“ და ღაზის სექტორში მოქმედი სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებების სარაკეტო იერიშები ისრაელის მიმართულებით. მანვე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ვითარება, შესაძლოა, კიდევ უფრო გამწვავდეს. ობამამ აღნიშნა, რომ აუცილებელია, ორივე მხარემ გააკეთოს ყველაფერი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიმშვიდის აღსადგენად.

XS
SM
MD
LG