Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში მსხვერპლით დასრულდა შვეულმფრენის ავარია


საწვრთნელი ფრენის დროს პოლიციის კუთვნილი შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მაკედონიის ქალაქ სტრუმიცასთან ახლოს ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა. შინაგან საქმეთა მინისტრ გორდანა იანკულოვსკას განცხადებით, ყველა დაღუპული მფრინავია, რომლებსაც 30 წლიანი ფრენის გამოცდილება ჰქონდათ. იუწყებიან, რომ მი -17ბ ტიპის შვეულმფრენი ღამის ფრენის დროს, 120-მეტრიან სატელევიზო ანძას შეენარცხა.

XS
SM
MD
LG