Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში 22 მესაზღვრე მოკლეს


ეგვიპტის დასავლეთში ლიბიის საზღვრის მახლობლად, გამშვებ საკონტროლო პუნქტზე თავდასხმის შედეგად, 22 მესაზღვრე მოკლეს, დაჭრილია ხუთი. თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 20- მდე კონტრაბანდისტი დაესხა თავს პუნქტს. სამი მათგანი მოკლეს. პრეზიდენტმა აბდელ ალ-სისიმ განაცხადა, რომ თავდასხმა არ დარჩება პასუხგაუცემელი. მისი თქმით, ტერორიზმი ამოიძირკვება ეგვიპტის ყველა ნაწილში.

XS
SM
MD
LG