Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი: რუსეთში არ უნდა გაიმართოს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი


ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი დღეს შეუერთდა მოწოდებას, რომ რუსეთს ჩამოერთვას ფეხბურთელთა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. კლეგმა, რომლის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ბრიტანეთის მმართველი კოალიციის წევრია, გამოთქვა მოსაზრება, რომ სპორტული ღონისძიებები უნდა იყოს მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის შემადგენელი ნაწილი. ეს მოსაზრებები კლეგმა გამოთქვა გაზეთ „სანდეი ტაიმსთან“ ინტერვიუში. კლეგის ამ მოწოდებამდე, ფიფამ (ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციამ) უარყო ზოგი გერმანელი პოლიტიკოსის მოწოდება რუსეთისათვის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის ჩამორთმევისაკენ.

XS
SM
MD
LG