აღმოსავლეთ უკრაინაში, მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას მომუშავე საერთაშორისო ექსპერტებმა მიაგნეს მსხვერპლთა დარჩენილ გვამებს, რომლებიც უკვე ჩაიტანეს ხარკოვში. ქალაქში 3 აგვისტოს დილით ჩავიდა ოთხი საგანგებოდ აღჭურვილი სატვირთო მაქანა, რითიც გვამების ნაწილები და დაღუპულთა პირადი ნივთები გადაიტანეს. კატასტროფის ადგილზე მუშაობას განაგრძობს 70-მდე ექსპერტი, ჰოლანდიიდან და ავსტრალიიდან. 17 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა. ჰოლანდიაში უკვე გაიგზავნა 220-ზე მეტი კუბო. ვითარება დაძაბული რჩება ადგილზე, რომელსაც სრულად არც პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეები აკონტროლებენ და არც უკრაინის არმია. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის სიახლოვეს შეტაკებებს 3 აგვისტოს ცხრა სამოქალაქო პირი შეეწირა. უკრაინის არმია აცხადებს, რომ შეტაკებების ბოლო რაუნდში დანაკარგი არ განუცდია.
ყველაზე პოპულარული
1