Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზიდან გაყვანილია ისრაელის სახმელეთო ჯარი


ისრაელის არმიის განცხადებით, დასრულებულია ღაზიდან სახმელეთო ჯარის გამოყვანის პროცესი მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ეგვიპტის შუამავლობით შემუშავებული 72-საათიანი ზავი. ისრაელის არმიის პრესმდივნის, პიტერ ლერნერის თქმით, ისრაელის სამხედროები და ტანკები ღაზიდან გავიდნენ და დაუბრუნდნენ „თავდაცვით პოზიციებს“. ზავის ამოქმედებამდე იერიშები განახორციელეს ჰამასმაც და ისრაელმაც, მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცელებულა. კონფლიქტი დაიწყო ივლისის დასაწყისში. მას შემდეგ დაიღუპა 1,850-მდე პალესტინელი - ძირითადად სამოქალაქო პირი. ისრაელის მხარეს დაიღუპა 67 პირი, ძირითადად სამხედროები, რომლებიც ღაზაში ოპერაციას ახორციელებდნენ.

XS
SM
MD
LG