Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში გრძელწვერიან მამაკაცებს ეკრძალებათ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა


ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის სინიანის პროვინციის ქალაქ კარამაის ხელისუფლებამ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აუკრძალა გრძელწვერიან მამაკაცებსა და იმ პირებს, რომლებსაც ისლამური სამოსი აცვიათ. სინიანის პროვინციაში ძირითადად უიღურები ცხოვრობენ. ამ თურქულენოვან მუსლიმურ ეთნიკურ ჯგუფში დროდადრო აქტიურდება სეპარატისტული ტენდენციები, მაგრამ ბოლო ხანს პროვინციაში გახშირდა თავდასხმები ჩინელებზე, რომლებიც სინიანში დიდი რაოდენობით ჩადიან იქაურ ნავთობსაბადოებზე სამუშაოდ. გასულ კვირაში უიღურთა ჯგუფი თავს დაესხა პოლიციის განყოფილებასა და რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობას, რის შედეგადაც ასამდე ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG