Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო გმობს ერაყში ისლამისტების მიერ უმცირესობათა დევნას


გაეროს უშიშროების საბჭო გმობს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ექსტრემისტული ჯგუფის მიერ ერაყში უმცირესობების დევნას და გამოდის გაფრთხილებით, რომ ჯგუფს შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დაედოს ბრალი. საბჭო მწვავედ აკრიტიკებს ისლამურ სახელმწიფოს და მის ერთგულ გასამხედროებულ ჯგუფებს უმცირესობების, მათ შორის იეზიდების და ქრისტიანების, წინააღმდეგ თავდასხმების და მათი მკვლელობის შემთხვევების გამო. საბჭოს განცხადებით, რეპრესიათა მსხვერპლნი ხდებიან ასევე ერაყელები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ექსტრემისტულ იდეოლოგიას. ისლამურმა სახელმწიფომ ჩრდილოთ და დასავლეთ ერაყში დიდი მოცულობის ტერიტორია გასულ თვეში ჩაიგდო ხელში. 2 აგვისტოს ჯგუფმა განცხადებით მიმართა ათი ათასობით იეზიდს, რომლებიც ზოროასტრიზმთან დაკავშირებული უძველესი რელიგიის მიმდევრები არიან და მოუწოდა ისლამი მიიღონ, ჯარიმა გადაიხადონ, ქვეყანა დატოვონ - წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა. ორი კვირით ადრე ჯგუფმა მოსულში ანალოგიური მუქარით მიმართა ქრისტიანებს და ააფეთქა რამდენიმე სამლოცველო და შიიტური მეჩეთი.

XS
SM
MD
LG