Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღთან ფრონტის ზონა ალიევმა მოინახულა


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 6 აგვისტოს მოინახულა აღდამის რაიონში, მთიანი ყარაბაღის რეგიონთან მდებარე ფრონტის ზონა. რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ალიევს ინფორმაცია მიაწოდეს სამხედრო მეთაურებმა. აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ძალებს შორის ბოლო პერიოდში მომხდარ შეტაკებებს და სროლას ორივე მხრიდან სულ მცირე 21 ჯარისკაცი ემსხვერპლა. 6 აგვისტოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს ერთმანეთი ზავის დარღვევაში.

XS
SM
MD
LG