Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა უკრაინის ავიაკომპანიებს


რუსეთმა თავისი საჰაერო სივრცე ჩაკეტა უკრაინის ავიაკომპანიებისთვის. ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. საუბარია უკრაინის ავიაკომპანიების იმ სატრანზიტო რეისების შეწყვეტაზე, რომლებსაც ისინი ახორციელებდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართულებით. მედვედევმა განმარტა, რომ ეს ზომა საპასუხოა და უკავშირდება რუსეთის ავიაკომპანია „დობროლიოტის“ მიმართ, ყირიმის მიმართულებით განხორციელებული რეისების მიზეზით კიევის მიერ შემოღებულ სანქციებს.

XS
SM
MD
LG