Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობა განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების საკითხს


დღეს უკრაინის მთავრობა განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების საკითხს. როგორც ვარაუდობენ, შეზღუდვები შეეხება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. სანქციები მიმართული იქნება იმ პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად უჭერენ მხარს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს. ვინ მოხვდება „შავ სიაში“, დღეს უნდა გადაწყდეს, მაგრამ თვით ამ სიას 12 აგვისტოს გამოაქვეყნებენ. ორშაბათს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს რუსეთის კულტურის იმ 500-მდე მოღვაწეს, ვინც მოწონებით შეხვდა ყირიმის მიერთებას რუსეთთან. მან დასძინა, რომ ამ ხალხს არ უნდა მიეცეს საშუალება, მიიღონ შემოსავალი უკრაინაში კონცერტებითა და გამოსვლებით. რუსეთის კულტურის ზოგიერთი მოღვაწის მიმართ უკვე მიღებულია სანქციები ყირიმის მიერთების საკითხში რუსეთის მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG