Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტისთვის წარდგენილ ბრალდებებს


ყოფილი პრეზიდენტისთვის წარდგენილ ბრალდებათაგან ნებისმიერი, მაგალითად, სახელმწიფო ხარჯებით საკუთარი მასაჟისტის ჩამოყვანა და ქალაქის მერისთვის გასახდომ პროცედურებში ფულის გადახდა, დემოკრატიულ ქვეყანაში იქნებოდა საკმარისი საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა და სამართლებრივი პროცედურების დასაწყებად - უთხრა დღეს ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა. მისივე თქმით, ის, რაც პროკურატურამ 13 აგვისტოს გამოაქვეყნა მხოლოდ საიდუმლო ხარჯებია, რომელთა გარდა, იმავე პერიოდში სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა 20 მილიონი დახარჯა პრეზიდენტის მომსახურებისა და მისი პირადი გართობისთვის. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რამ ისჯება და საქართველოს ვერ ექნება დემოკრატიულობის პრეტენზია, თუ მსგავს ფაქტებს უყურადღებოდ დატოვებს - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

XS
SM
MD
LG