Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის განცხადებით ქურთმა მებრძოლებმა მოსულის წყალსაცავი აიღეს


ერაყის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ქურთმა მებრძოლებმა შესძლეს ისლამისტი ექსტრემისტების განდევნა მოსულის წყალსაცავიდან - ერაყის ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურიდან. ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქურთთა შეტევებს მხარს უჭერდა ამერიკის ავიაციის საჰაერო დარტყმები. ამ ფაქტის შემოწმება დამოუკიდებელი წყაროების მიერ ჯერ ვერ ხერხდება. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ამერიკა საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა მოსულში ექსტრემისტების წინააღმდეგ, რათა დაეცვა ამერიკის ინტერესები ერაყში.

XS
SM
MD
LG