Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დემონსტრანტებს მოუწოდებენ პარლამენტის ბლოკადისაკენ


პაკისტანში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, სასულიერო პირი თაჰირ ულ-ყადრი მხარდამჭერებს მოუწოდებს, ბლოკადა მოუწყონ პარლამენტს, სადაც დეპუტატები მსჯელობენ ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. ულ-ყადრი დემონსტრანტებს მოუწოდებს, არავის მისცენ პარლამენტში შესვლის, ან მისი დატოვების შესაძლებლობა. პარლამენტის სხდომა იმართება ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ათიათასობით დემონსტრანტმა გაარღვია ბარიკადები, რომლებიც აღმართული იყო ისლამაბადის სამთავრობო რაიონის დასაცავად. დემონსტრანტები მოითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის გადადგომას. დემონსტრანტებს მიმართა ოპოზიციის კიდევ ერთმა ლიდერმა, იმრან ხანმა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, თუ შეიჭრებიან პარლამენტში. მაგრამ ხანი ამბობს, რომ დემონსტრანტებს გაუძღვება პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის ოფისისაკენ, თუ შარიფი 20 აგვისტოს საღამომდე არ გადადგება. ამჟამად პოლიცია, ჯარისკაცები და გასამხედროებული ჯგუფების წევრები იცავენ პრემიერ-მინისტრის ოფისს.

XS
SM
MD
LG