Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები იყო. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. 21 აგვისტოს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის სომეხ კოლეგას ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. მედიისათვის გაკეთებულ განცხადებაში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საუბრის თემა იყო ერთობლივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაუმჯობესება, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების და სატრანსპორტო კომუნიკაციების მოდერნიზებისა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა კი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატებული უწოდა ორი ქვეყნის თანამშრომლობას სავაჭრო ურთიერთობებს.

XS
SM
MD
LG