Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასტიკად სცემს აზერბაიჯანელი აქტივისტი


უცნობმა თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს აზერბაიჯანელი უფლებათადამცველი აქტივისტი ილგარ ნასიბოვი. შემთხვევა 21 აგვისტოს ნახიჭევანის რეგიონში მოხდა, სადაც ნასიბოვი იმ არეალში არსებულ ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაცია ნახიჭევანის რესურსცენტრის ოფისში იმყოფებოდა. ნასიბოვს, რომელმაც ცემის შედეგად გონება გაკარგა, გატეხილი აქვს თავი და ცხვირი და დაზიანებული აქვს ნეკნები. ადამიანის უფლებათადამცველებმა დაგმეს ილგარ ნასიბოვის ცემის ფაქტი და გააკრიტიკეს აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელიც ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას. ქვეყნის ოთხი წამყვანი აქტივისტი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და მათ სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

XS
SM
MD
LG