Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა სირიის საავიაციო ბაზის ნაწილი დაიკავეს


ბრიტანეთში მოქმედის სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 24 აგვისტოს სირიის პროვინცია რაქაში მდებარე სამხედრო-საავიაციო ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილი იგდეს ხელთ. ამავე წყაროს ცნობით, სამთავრობო ჯარები ცდილობენ პოზიციების დაბრუნებას, მაგრამ ტაბქას საავიაციო ბაზაზე კონტროლს კვლავ ისლამისტები ინარჩუნებენ. შენობის შიგნით ათობით სირიელი ჯარისკაცი უნდა იმყოფებოდეს. 100 ექსტრემისტი დაიღუპა და 300 დაიჭრა მას შემდეგ, რაც 19 აგვისტოს ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებამ წამოიწყო იერიში აღნიშნული ობიექტის ხელში ჩასაგდებად. ბრძოლებში დაახლოებით 25 სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG