Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ 6 მილიონ აშშ დოლარს ითხოვს ამერიკელი ტყვე ქალის სანაცვლოდ


რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ექვს მილიონ ამერიკულ დოლარს ითხოვს ამერიკელი ტყვე ქალის გათავისუფლების სანაცვლოდ. ინფორაციას ტელეკომპანია ABC დატყვევებულის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს. ოჯახის თხოვნით ტყვედ აყვანილი ქალის ვინაობა არ მჟღავნდება, თუმცა ცნობილია, რომ ის 26 წლისაა, სირიაში ჰუმანიტარული დახმარების სამსახურში მუშაობდა და ერთი წლის წინ გაუჩინარდა. ტელეკომპანია ABC ასევე იტყობინება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ითხოვს პაკისტანის მოქალაქის ააფი სიდიკის გათავისუფლებას, რომელიც 2010 წელს ავღანეთში ამერიკელ ოფიციალურ პირებზე თავდასხმის გამო იხდის სასჯელს. მას სასამართლომ 86 წელი მიუსაჯა. სიდიკის ოჯახის წევრები „ისლამური სახელმწიფოსგან“ დისტანცირებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ არ სურთ, რომ მათი ოჯახის წევრის სახელი იმ ორგანიზაციას უკავშირდებოდეს, რომელიც ძალადობრივი ქმედებებით არის ცნობილი. გასულ კვირაში, ისლამურმა დაჯგუფებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის მკვლელობის კადრები. მას ნიღბიანი და დანით შეიარაღებული მებრძოლი თავს კვეთს.

XS
SM
MD
LG