Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმეტ დავუთოღლუ დამტკიცდა თურქეთის პრემიერ-მინისტრად


თურქეთის მმართველმა, სამართლისა და განვითარების პარტიამ პრემიერ-მინისტრის და პარტიის ლიდერის პოსტებზე დაამტკიცა აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, აჰმეტ დავუთოღლუ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავუთოღლუ ახლა უკვე პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეცვლის. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე, ანკარაში იქნა დამტკიცებული. დავუთოღლუმ ყრილობის დელეგატებს განუცხადა, ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთისთვის სტრატეგიული მიზანია და საამისოდ გადამწყვეტი ნაბიჯები იქნება გადადგმულიო. ამასთან, დავუთოღლუს თქმით, თურქეთს ახალი, უფრო ლიბერალური ხასიათის კონსტიტუცია ესაჭიროება. ერდოანს ნათქვამი აქვს, რომ დავუთოღლუს სთხოვს ახალი მთავრობა 28 აგვისტომდე ჩამოაყალიბოს და კაბინეტის შემადგენლობა 29 აგვისტოს გამოაცხადოს. პრეზიდენტის პოსტზე ერდოანის ინაუგურაცია 28 აგვისტოსაა დაგეგმილი. ერდოანი 11 წლის განმავლობაში იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრი. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ერდოანს სურს გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტის აქამდე დიდწილად სიმბოლურ პოსტს უფრო ძლიერ თანამდებობად გარდაქმნის.

XS
SM
MD
LG