Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთი რუსეთს უკრაინაში „სამხედრო ინტერვენციისათვის“ პასუხს სთხოვს


დასავლეთი აძლიერებს ზეწოლას რუსეთზე, რათა კრემლმა განმარტოს, როგორც აშშ-ის ხელისუფლებამ უწოდა - რუსეთის სამხედრო ინტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინაში. „დიდძალი რუსი სამხედრო შედის უკრაინის ტერიტორიაზე და პირდაპირ ბრძოლაში ებმება“, - დაწერა 28 აგვისტოს აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაეტმა ტვიტერის გვერდზე. ელჩის თქმით რუსეთის მიერ მეამბოხეებისათვის მიწოდებული ტანკები, ჯავშანმანქანები, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები არ აღმოჩნდა საკმარისი უკრაინის შეიარაღებული ძალების დასამარცხებლად. 27 აგვისტოს ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ინფორმაციას განმარტება სჭირდება და რომ ვითარების „დეესკალაციაში უდიდესი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.

XS
SM
MD
LG