Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თავდასხმამ ექვსი ადამიანი შეიწირა


ავღანეთში ექვსი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, 40 დაიჭრა აფეთქებისას, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო დაზვერვის სამსახურის ოფისის წინააღმდეგ. აღმოსავლეთში მდებარე ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის წარმომადგენლის ცნობით, დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა ქალაქ ჯალალაბადში, უშიშროების სახელმწიფო სამმართველოს ადგილობრივი ოფისის კარიბჭესთან. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ძალადობის ფონია პოლიტიკური კრიზისი დედაქალაქ ქაბულში, სადაც პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ვერ აგვარებს უკვე რამდენიმეთვიან დაპირისპირებას არჩევნების შედეგების გარშემო. უცხოეთის საბრძოლო შენაერთების უმრავლესობამ წლის ბოლომდე უნდა დატოვოს ავღანეთი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გარშემო დაპირისპირება აყოვნებს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების საკითხზე შეთანხმების გაფორმებას. ამ დოკუმენტით უნდა დადგინდეს, რამდენი ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება ავღანეთში.

XS
SM
MD
LG