Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი


თბილისში გრძელდება საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი, რომლის მონაწილეები დღეს მსჯელობენ უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე. შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს უკრაინის მხარდაჭერის მორალური ვალდებულება აქვს, თუმცა ხელისუფლების პოლიტიკა ამ მხრივ სრულიად გაუმართლებელი და ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა. „დასავლეთის რეაქცია პუტინის აგრესიაზე უკრაინასა და მთელ რეგიონში ამჯერად მაინც უნდა იყოს თანმიმდევრული, ძალიან მკაცრი და ბოლომდე მიყვანილი. საბედნიეროდ, დღეს ამის ნიშნები არსებობს", - განაცხადა ბოკერიამ. ოპოზიციის კრიტიკას, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარებისადმი ხელისუფლების პოზიცია არაადეკვატურია, არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა. საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებს საქართველო რუსეთის აგრესიად აფასებს და მისი პოზიცია სრულად ემთხვევა ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა პარტნიორების პოზიციას.

XS
SM
MD
LG