Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ და პუტინმა იმსჯელეს „ნაბიჯებზე“ ზავის მიმართულებით


უკრაინა და რუსეთი აცხადებენ, რომ პრეზიდენტებმა პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ პუტინმა იმსჯელეს ნაბიჯებზე შესაძლო ზავის მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც რუსეთის მომხრე სეპარატისტები ებრძვიან უკრაინის ჯარებს. დღესვე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გამოთქმული შეფასებით, ზავის ამოქმედება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი თავს აღარ მოგვაჩვენებს, თითქოს არ იყოს ჩართული კონფლიქტში. ობამამ ეს განცხადება გააკეთა ტალინში ვიზიტისას. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 3 სექტემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომ პოროშენკომ და პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას პერმანენტულ ზავზე უკრაინაში. მაგრამ მოგვიანებით კიევმა ეს განცხადება შეცვალა ტექსტით, რომელშიც აღნიშნულია, რომ ორი პრეზიდენტი შეთანხმდა „ზავის რეჟიმზე“. ხოლო პუტინის პრესმდივნის თქმით, ორმა პრეზიდენტმა ისაუბრა შესაძლო ნაბიჯებზე ზავის მიმართულებით, მაგრამ არ ყოფილა მიღწეული შეთანხმება, რადგან რუსეთი „არ მონაწილეობს კონფლიქტში“.

XS
SM
MD
LG