Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს


8 სექტემბერს ევროკავშირი ოფიციალურად დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე წყებას. ახალი სანქციები ევროკავშირის ლიდერებმა 5 სექტემბერს, უელსში ნატოს სამიტის მიმდინარეობის პარალელურად მიიღეს, რამდენიმე საათში კიევისა და პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან. ევროკავშირმა განაცხადა, რომ გააუქმებდა ახალ სანქციებს, თუკი მოსკოვი დაიცავდა ცეცხლის შეწყვეტის პირობებს და გაიყვანდა ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრაზებით უპასუხა დასავლეთს და ახალი სანქციების ამოქმედების შემთხვევაში „რეაქციით“ დაიმუქრა. ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, 7 სექტემბერს სროლა იყო სანაპირო ქალაქ მარიუპოლსა და დონეცკის აეროპორტთან.

XS
SM
MD
LG