Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სუნიტური ისლამის უმაღლესი ინსტანცია „ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებს „ბოროტმოქმედს“


ეგვიპტეში, სუნიტური ისლამის სწავლების უმაღლესი ინსტანციის, ალ-აზჰარის მეთაური აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები არიან „ბოროტმოქმედები“, რომლებიც ემსახურებიან „არაბული სამყაროს განადგურების სიონისტურ გეგმას.“ შეიხი აჰმედ ალ-თაიბი ამ განცხადებებით გამოვიდა კაიროში, 8 სექტემბერს. მისი თქმით, ექსტრემისტები „მუსლიმთა დამახინჯებულ და შემაშინებელ იმიჯს“ უქმნიან მსოფლიოს. ერაყში 8 სექტემბერს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ ორი დანაღმული მანქანის აფეთქებას ბაღდადიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დულუიაში, რომელიც წინააღმდეგობას უწევს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს. პოლიციის განცხადებით, აფეთქებების შედეგად დაიჭრა სულ მცირე 30 პირი. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ერაყის ჩრდილოეთში და დასავლეთში საკმაოდ მოზრდილ ტერიტორიას აკონტროლებენ, ისევე, როგორც სირიის გარკვეულ ადგილებს. „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან ერაყის უსაფრთხოების ძალები, შიიტური გასამხედროებული ჯგუფები და ქურთთა ფეშმერგას ძალები, რომლებსაც ბრძოლაში ზურგს უმაგრებს აშშ-ის საჰაერო დარტყმები. აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა ამბობს, რომ 10 სექტემბერს სიტყვით გამოვა და გამოაცხადებს თავის სტრატეგიას „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების წინააღმდეგ. 7 სექტემბრის გამოსვლაში ობამამ თქვა, რომ აშშ აპირებს „სისტემატურად დაასუსტოს“ ამ ექსტრემისტული ჯგუფის შესაძლებლობები.

XS
SM
MD
LG