Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვს იმედი აქვს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სტატუსზე მოლაპარკება მალე დაიწყება


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინის სტატუსის შესახებ მოლაპარაკება მალე დაიწყება. მისი თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა სამხედრო ამბოხება დაიწყეს და დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების დამოუკიდებლობა, როგორც თვითონ უწოდებენ, „სახალხო რესპუბლიკები“ გამოაცხადეს. უკრაინის მთავრობა რეგიონს დიდ ავტონომიას დაპირდა, მაგრამ გამორიცხავს დამოუკიდებლობას. ლავროვმა განაცხადა, რომ დონეცკთან კიევმა დიდი რაოდენობით ჯარს მოუყარა თავი და იერიშისთვის ემზადება, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა. ოთხი უკრაინელი სამხედრო დაიხოცა ზავის გამოცხადების შემდეგ, 5 სექტემბრიდან. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის პირობების დარღვევაში.

XS
SM
MD
LG