Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ებოლის ვირუსით ინფიცირებული მეოთხე მოქალაქე ჩაიყვანეს


აშშ-ს ქალაქ ატლანტის საავადმყოფოში მიიყვანეს ამერიკის მეოთხე მოქალაქე, რომელიც ებოლის ვირუსით არის ინფიცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმია, რომელიც სიერა-ლეონეს სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. აფრიკიდან აშშ-ში ის საგანგებოდ აღჭურვილი თვითმფრინავით ჩაიყვანეს. გასულ თვეში ატლანტის ემორის კლინიკაში ებოლის ვირუსისგან წარმატებით განკურნეს აშშ-ის ორი მოქალაქე. კიდევ ერთი ინფიცირებული ომაჰის კლინიკაში მკურნალობს.

XS
SM
MD
LG