Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღანი: ავღანეთი ორ ლიდერს ვერ დაიტევს


ავღანეთის საპრეზიდენტო კანდიდატთაგან ერთმა ათ სექტემბერს განაცხადა, რომ მოლაპარაკება ეროვნული ერთიანობის მთავრობის გარშემო გაგრძელდება, მაგრამ ავღანეთი ვერ შეძლებს ორი ლიდერის დატევას. აშრაფ ღანის ეს ნათქვამი მოჰყვა მეორე კანდიდატის, აბდულა აბდულას ნათქვამს, რომ ძალაუფლების განაწილებაზე მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და რომ ის არ აღიარებს ბიულეტენების დათვლის ყალბ შედეგებს. ღანიმ თქვა, რომ ის არ აპირებს აბდულასთან მორიგებას, რადგან ეს კონსტიტუციის დარღვევაა.

XS
SM
MD
LG