Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერი რელიგიურ დაპირისპირებას პროვოკაციას უწოდებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განცხადებას გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობას არ დაუშვებს. "პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.

XS
SM
MD
LG