Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა „ნოვოროსიის დამცველებს“ სანთელი აუნთო


რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც 10 სექტემბერს ერთ-ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში იმყოფებოდა, სანთელი დაანთო იმ მებრძოლების სახელზე, რომლებიც უკრაინის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ. პუტინმა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონზე საუბრისას ტერმინი „ნოვოროსია“ იხმარა. ნატო და კიევი აცხადებენ, რომ რუსეთმა ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც სეპარატისტული დაჯგუფეფები აკონტროლებენ ორ რეგიონს და ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ 5 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებას მიაღწიეს. რუსეთი უარყოფს მონაწილეობას კონფლიქტში, მიუხედავად აშკარა ფაქტებისა, რომ მრავალი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში. ნოვოროსია ეს არის ცარისტული რუსეთის დროინდელი ტერმინი, რაც წარმოშობს შეშფოთებას, რომ რუსეთს შესაძლოა ამ ტერიტორიებს უმიზნებდეს.

XS
SM
MD
LG