Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიულეტ პაკარდი" აღიარებს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობას


ამერიკის კომპიუტერულმა გიგანტმა „ჰიულეტ პაკარდმა“ აღიარა დანაშაული - რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსყიდვა და მზად არის ჯარიმის გადასახდელად. კალიფორნიის სასამართლომ „ჰიულეტ პაკარდს“ 58 მილიონ 700 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ფედერალური კომისიის განცხადებით, „ჰიულეტ პაკარდმა“ დაარღვია ფედერალური კანონი საზღვარგარეთ კორუფციის შესახებ, რადგან მან ქრთამი მისცა ხელისუფლების წარმომადგენელს არსებული კონტრაქტის შესანარჩუნებლად. ლაპარაკია რუსეთის პროკურატურისთვის ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიწოდებაზე. კონტრაქტის გასაგრძელებლად „ჰიულეტ პაკარდმა“ 2 მილიონი დოლარი ქრთამის სახით გადაიხადა. კომპანიის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ქრთამის მიცემაში გამოვლენილი თანამშრომლები „ჰიულეტ პაკარდმა“ გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG