Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყს „სათანადო სამხედრო დახმარებას“ ჰპირდებიან


ერაყის შესახებ პარიზში გამართული კონფერენციის მონაწილეები პირობას დებენ, რომ ბაღდადს „სათანადო სამხედრო დახმარებას“ გაუწევენ ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად. კონფერენციაში 30-მდე ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში გადაუდებელ ამოცანას უწოდებენ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლას, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, რა სახის სამხედრო დახმარებას მიაწვდიან ერაყს. კონფერენციაზე გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები გლობალურ საფრთხეს ქმნიან, რაზეც გლობალური რეაგირებაა საჭირო.

XS
SM
MD
LG