Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟირინოვსკი აცხადებს, რომ რუსეთში არჩევნების შედეგები გაყალბდა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი, ულტრანაციონალისტი ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ რუსეთში გამართული არჩევნები გაყალბდა ხუთ საარჩევნო ოლქში, მათ შორის მოსკოვში. ჟირინოვსკის განცხადების ფონია ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთი" იმარჯვებს ხმების 70%-ზე მეტით საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყირიმში, რომლის ანექსიაც რუსეთმა წელს, მარტში მოახდინა. ყირიმში მეორე ადგილზეა ჟირინოვსკის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ხმების სულ 8%-ზე ცოტა მეტით. არჩევნების შედეგებს აკრიტიკებს რუსეთის კომუნისტური პარტიაც - ის უარყოფს კიროვის ოლქში არჩევნების შედეგებს. ცნობების თანახმახდ, "ერთიანი რუსეთის" კანდიდატები იმარჯვებენ რუსეთის 84 რეგიონში ჩატარებული არჩევნების შედეგად. საყოველთაო და ადგილობრივი არჩევნები 14 სექტემბერს გაიმართა.

XS
SM
MD
LG