Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმფეროპოლში ჩხრეკენ ყირიმელი თათრების მეჯლისის შენობას


ყირიმში რუსეთის უშიშროების ძალები ჩხრეკენ ყირიმელი თათრების საკრებულოს - მეჯლისს და მისი ერთ-ერთი წევრის ბინას. ყირიმში ჩვენი რადიოს კორესპონდენტის ცნობით, 10-მა პოლიციელმა და ექვსმა შეიარაღებულმა, ნიღბიანმა მამაკაცმა ალყა შემოარტყეს მეჯლისის შენობას სიმფეროპოლში და არავის უშვებენ შენობიდან ან შენობაში. პოლიციამ გაჩხრიკა მეჯლისს წევრის, ესკენდერ ბარიევის ბინაც და მოახდინა მისი კომპუტერების კონფისკაცია. ყირიმელი თათრების უმრავლესობა ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ უკრაინისაგან ყირიმის ანექსიას და ბევრმა მათგანმა ბოიკოტი გამოუცხადა 14 სექტემბერს ადგილობრივ არჩევნებს. 15 სექტემბერს სამმა ნიღბიანმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ჩამოხსნა უკრაინის დროშა, რომელიც მეჯლისის შენობაზე იყო აღმართული.

XS
SM
MD
LG