საფრანგეთის სამხედრო ავიაციამ პირველი იერიში მიიტანა ერაყში რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის ადმინისტრაციის განცხადებით, ავიაიერიშების შედეგად ერაყის ჩრდილო-აღმოსავლეთში სრულადაა განადგურებული ექსტრემისტების ლოგისტიკური საწყობები. ადმინისტრაციის ცნობითვე, საფრანგეთის სამხედრო თვითმფრინავები ავიაიერიშებს უახლოეს დღეებში განაგრძობენ. საფრანგეთი პირველი სახელმწიფოა, რომელიც ერაყში რადიკალური დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ოპერაციას შეუერთდა.
ყველაზე პოპულარული
1