Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას


იემენში დაპირისპირებულმა მხარეებმა, მათ შორის შიიტმა მეამბოხეებმა, ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას. ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც დედაქალაქ სანაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მონაწილეობდნენ შიიტი მეამბოხეების წარმომადგენლები, ისევე როგორც პრეზიდენტი აბდ-რაბუ მანსურ ჰადი და გაეროს წარგზავნილი ჯამალ ბენომარი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე მეამბოხეებმა დაიპყრეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა და გადადგა იემენის პრემიერ-მინისტრი მუჰამად ბასინდავა. იემენის პრეზიდენტი მიანიშნებს ირანის მხარდაჭერაზე შიიტი ჰუტების კლანის მეამბოხეებისადმი, რომლებიც წლებია, უპირისპირდებიან მთავრობის ჯარებსა და მის ერთგულ თემებს. ბრძოლები გამწვავდა 18 სექტემბერს, სანაში შიიტ დემონსტრანტებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებების შემდეგ.

XS
SM
MD
LG